მეორე ტურისთვის მზადებას ჩვენ დღეიდან ვიწყებთ,- ამის შესახებ ზუგდიდში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართელი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, ირაკლი ჩიქოვანი მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.