ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის არც ერთ მაჟორტარულ ოლქს გამარჯვებული არ ჰყავს და ყველგან მეორე ტურია. აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, თბილისის 8 ოლქიდან შვიდ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს და მხოლოდ გლდანში აქვს უპირატესობა ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკა მელიას.