“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამ დროისთვის რეგიონების საარჩევნო ოლქების ნაწილში დათვლილი მონაცემები წარადგინა.
როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე 13 მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის შედეგებზე აქვთ ოლქებიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით ყველა ამ ოლქში “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იგებს.