ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ეხმაურება. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით გლდანში მომხდარი დაპირისპირებაში დამნაშავე პირები არიან "ქართული ოცნების" მხარდაჭერები რომლებმაც იძალადეს "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველზე და ფიზიკური შეირაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტს.
ხაბეიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ გააკეთოს არჩევანი და დააფიქსიროს პოზიცია.