მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც მთაწმინდის ოლქის ნომერ მეხუთე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მისივე თქმით, ხმა მისცა მომავალს, რადგან წარსულში დაბრუნება ვერავის წარმოუდგენია.