„ქართულმა ოცნებამ“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი ამომრცეველს ოფიციალურად წარუდგინა. როგორც წარდგენის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა საქართველომ 2 დღეში მსოფლიოს უნდა აჩვენოს, თუ როგორია პანდემიის პირობებში დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება. მისივე თქმით, საქართველოს უახლოესი 4 წლის განმავლობაში რეგიონში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება და ინფრასტრუქტურულ პროექტებში 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.
მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე ამომრცეველს მიმართა თბილისის მერემა კახი კალაძემც. მისი თქმით, არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე.