„ქართული ოცნების“ თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას მაჟორიტარობის კანდიდატი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ის ამჟამად თვითიზოლაციაშია. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი საზოგადოებას 31 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.