ბადრი ესებუას მამა სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება - Palitra News

ბადრი ესებუას მამა სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

2020-10-28 14:53:16+04:00

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. გამოკითხვაზე შესვლამდე ტარიელ ესებუას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ოჯახის წევრების განცხადებით კი, ბადრი ესებუა ოჯახში დაბრუნებას დღეს გეგმავდა. ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საქმეზე ერთადერთი ბრალდებული ჯერჯერობით ბადრი ესებუაა.