მსოფლიოში, გასული 7 დღის განმავლობაში, კორონავირუსით 2.8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც პანდემიის დაწყების პერიოდიდან ერთ კვირაში დაფიქსირებული რეკორდული ზრდაა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, ბოლო ერთ კვირაში კოვიდ 19-ს 40 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
25 ოქტომბრის მონაცემებით მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 42 მილიონი შემთხვევა იყო დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 1.1 მილიონს აღწევდა. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ შეერთებული შტატებია, მას ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი მოჰყვებიან.