ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ოთხივე შემთხვევა წარმატებით დასრულდა. საკეისრო კვეთის შედეგად, ხუთი ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის, ტყუპი ვაჟები. დღესვე კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო ექვსი პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინო სივრცეში გადავიდა.
ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 77 პაციენტი რჩება.