ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად ბოლო 24-საათში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების შემთხვევა გუდაუთის კოვდის ცენტრში დაფიქსრდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 3739-ს აღწევს. 1462 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 35 პირი კი გარდაიცვალა.