სუდანმა და ისრაელმა, აშშ-ის შუამავლობით, ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. „ლიდერები სუდანსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასა და მათ ერებს შორის საომარი განწყობილების დასრულებაზე შეთანხმდნენ,“- ნათქვამია ისრაელის, აშშ-სა და სუდანის მიერ გავრცელებულ სამმხრივ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სუდანისა და ისრაელის დელეგაციები შეხვედრას უახლოეს კვირებში გამართავენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეთანხმება რეგიონში „ახალი ეპოქის“ დაწყებად შეაფასა, პალესტინის ხელმძღვანელობამ კი მას „ზურგში დანის ახალი ჩარტყმა“ უწოდა. ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ გადაწვეტილება რამდენიმე კვირის წინ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმაც მიიღეს.