"მძევლები ჰყავთ აყვანილი" - რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდში, სადაც საქართველოს ბანკს აყაჩაღებენ - Palitra News

"მძევლები ჰყავთ აყვანილი" - რა ხდება ამ წუთებში ზუგდიდში, სადაც საქართველოს ბანკს აყაჩაღებენ

2020-10-21 14:39:00+04:00

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, თავდამსხმელებს შენობაში ბანკის თანამშრომლები ჰყვათ, რომლებსაც არ უშვებენ, თუმცა ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ადგილზე საპატრულო პოლიცია უკვე მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.