კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, ხოლო აჭარაში 637.ბექა სიჭინავას ინფორმაციით კოვიდინფიცირებული 6544 პირი ბინაზე მკურნალობს. ქვეყანაში 372 პაციენტი მკურნალობს და მათგან 78 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9003-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანია გარდაცვლილი.