უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 141 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 315 826-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ოფიციალური სტატისტიკით, უკრაინაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ს 5 927 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.