საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებისას „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან; იმ შემთხვევაში კი, თუ მათ არ ექნებათ ტესტის პასუხი, შესაძლებლობა ექნებათ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდნენ.