საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ის სპეციალურად გახსნის ჭორვილაში ერთი დღით საერთაშორისო აეროპორტს და რეისით ჭორვილა-მოსკოვით გაამგზავრებს ბიძინა ივანიშვილს.
როგორც სააკაშვილმა საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენაზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, მათ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს.
ყოფილი პრეზიდენტის პათოსს იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძეც, რომლის აზრითაც საქართველოს ჰყავს კორუმპოირებული მთავრობა და 31 ოქტომბრის არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს.