არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არგენტინაში ვირუსის 12 982 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 002 662-ს მიაღწია.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 451 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 26 716 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის მოსახლეობა სულ 45 მილიონია და ის პირველი შედარებით პატარა ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დღესდღეობით მსოფლიოში ვირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა 5 ქვეყანაში - აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთსა და არგენტინაში ფიქსირდება.