ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყირგიზეთის პარლამენტმა მიიღო. გარდა ამისა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი სადირ ჯაფაროვი დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
კონსტიტუციის თანახმად, სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ დროებით მისი მოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარეს კანატბეკ ისაიევს უნდა შეესრულებინა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, რომელიც 15 ოქტომბერს გადადგა, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე გამოაცხადა.