პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მიმართა, რომ დაიცვან რეგულაციები და ყველა საჭირო ინვენტარით მოამარაგონ თანამშრომლები. მან ფოთის ერთ-ერთ აწარმოში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, სადაც 100 თანამშრომელი კოვიდ ვირუსით დაინფიცირდა და აღნიშნა რომ მეტი სერიოზულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს თითოეულმა კომპანიამ, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.
პრემიერმა კომპანიებს და დამსაქმებლებს მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.