რაჭაში 2 ათას ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული - Palitra News

რაჭაში 2 ათას ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული

2020-10-15 12:07:04+04:00

რაჭაში რთველი გრძელდება. დღეისთვის 2 000 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინო "ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მუშაობენ. ისინი მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძნის ჯიშურ მონაცემებს.

ამასთან ერთად, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რომ არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და ალექსანდროულ/მუჯურეთულში შერევა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი