კომპანიამ Walt Disney-მ რეორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა. რეორგანიზაციის ფარგლებში ერთმანეთს გამოეყვნენ განყოფილებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონტენტის შექმნასა და მის გავრცელებაზე.
ამ რეორგანიზაციის შედეგად კი გაჩნდება ახალი განყოფილება, რომელიც პასუხიმგებელი იქნება პროდუქციის მონეტიზაციაზე. ის გააკონტროლებს ასევე Disney-ის სტრიმინგ სერვისის მუშაობასაც.
ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციის განკარგულება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. კომპანიის ხელმძღვანელის ცნობით, ეს ზომები არ არის უშუალოდ პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე. მისივე თქმით, რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მეტი აქცენტირება სტრიმინგ სერვისებზე გაკეთდება.