სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა მრევლს მოუწოდა ახლად დაარსებულ ფონდში „მოწყალე სამარიტელი“, თუნდაც ერთი ლარი გადარიცხონ, რათა გაჭირვებული ადამიანების დახმარება შეძლონ. ამის შესახებ პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ფონდი გაჭირვებულ სტუდენტებსაც დაეხმარება.