დავით გარეჯის თემაზე არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებას, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პასუხობს.
„პალიტრანიუსთან“ კალანდაძე აცხადებს, რომ ეს ბრალდებები რუსული სპეცსამსახურების მიერაა დაგეგმილი და ეს ქართულ არჩევნებში რუსეთის პირდაპირი ჩარევაა, რომელიც კრემლისთვის სასურველი ჯგუფის ხელისუფლებაში დატოვებას ისახავს მიზნად.
კალანდაძის თქმითვე, საქმეში არ არსებობს არც დანაშაულებრივი ქმედება, არც მოტივი და არც რაიმე იურიდიული შედეგი, რომელიც ვინმეს ქმედების საფუძველზე დადგა, ან შეიძლება დამდგარიყო.