მთიან ყარაბაღში ზავის შესახებ შეთანხმება, რომელსაც გასულ კვირას, მოსკოვში სამმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს, არასრულად ხორციელდება, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"გასულ პარასკევსა და შაბათს, ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმერ პუტინის ინიციატივით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ხორციელდება და საბრძოლო მომქედებები კვლავ მიმდინარეობს“ - განაცხადა ლავროვმა.
მოსკოვში, გასულ კვირას სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა, გადაწყდა, რომ 10 ოქტომბერს 12:00 საათიდან მხარეები შეწყვეტდნენ ცეცხლს.