„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ თავისი არჩევანის გამოხატვის უფლება, მათ შორის ისინი იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობისგან“ გადაიბარა სასამართლო, პროკურორები, რომლებიც მდუმარედ ასრულებენ მათ დავალებებს.