სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასწრაფოს ექიმების ტესტირების ინტერვალი 2 კვირიდან 72 საათამდე შემცირდა, მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.