აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰან ბაირამოვის განცხადებით, მოსკოვში, სომხურ მხარეთან საუბრის დროს მიღწეული შეთანხმება, რომელიც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, დროებითია და იმდენხანს გაგრძელდება, რამდენი ხანიც „წითელ ჯვარს“ დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესის დასასრულებლად დასჭირდება. როგორც ბაირამოვმა ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ხანგრძლივობა არც ერთობლივ დოკუმენტშია ასახული. „ძნელია, წინასწარ ითქვას რა დრო დასჭირდება “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს” ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის პროცესისთვის,“- აღნიშნა ბაირამოვმა.