უკრაინაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 5,397 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში კი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 244,734-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 93 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4,690-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რაოდნეობა კი 108,233-ია.