საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული ბაზისური ხარჯები, რომელიც სჭირდება ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას, უკვე არის ასახული 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
არჩილ თალაკვაძის თქმით, კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში იქნება გათვალისიწნებული. მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტი ეკონომიკის ზრდაზეა ორიენტირებული, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავრობას ხელფასები ეზრდება, სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების მოლოდინია, რომ ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან მოხდება.