საქართველოს პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განმარტა, განხილვის პროცესი დღეიდან, კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში დაიწყება, ხოლო 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.
ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომრისათვის დასრულდება და მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნდება.