ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდირებული არაა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს. დღევანდელ სხდომაზე კი კონკრეტული რისკები იყო განხიულილი.