ავატარი 2-ის გადაღებები დასრულდა - Palitra News

ავატარი 2-ის გადაღებები დასრულდა

2020-10-04 14:59:33+04:00

უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჯეიმს კამერონის ავატარის შემდგომი ფილმები ნელ-ნელა ფინიშის ხაზს მიუახლოვდა. ცოტა ხნის წინ რეჟისორმა გაამხილა, რომ ავატარი 2-ის გადაღებები "100 პროცენტით დასრულებულია", ავატარი 3-ის კი — "95 პროცენტით".ოვიდმა ჩვენც ისევე დაგვაზიანა, როგორც ყველა სხვა... ფილმზე მუშაობის დაახლოებით ოთხთვე-ნახევარი დავკარგეთ. ამის შედეგად, ფილმი ერთი წლის დაგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, გამოვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფილმის დასასრულებლად დამატებითი წელი მაქვს, რადგან როგორც კი ავატარ 2-ს გამოვუშვებთ, მაშინვე ავატარი 3-ის დასრულებაზე დავიწყებთ მუშაობას", თქვა რეჟისორმა.