კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა. დედაქალაქში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 78 გახდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 295 გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.