პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ცესკოში პარტიული სია წარადგინა. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში "ლელო" უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ლელო"არის ახალი ძალა, რომელსაც ჰყავს ძლიერი, კომპეტენტური და ქვეყანაზე შეყვარებული გუნდი. მისი თქმით, კოალიცია "ლელოს" ირგვლივ შეიქმნება და სწორედ ისინი წარმოადგენენ საქართველოს მომავალს.