უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსმა რეგიონის ქვეყნების ვალუტებთან გამყარება დაიწყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებითაც 1.8%-ით გამყარდა.თუმცა მიუხედავად გამყარების ტენდეციისა, უნდა აღინიშნოს, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში ლარი რეგიონის ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტის მიმართ გაუფასურდა. უფრო კონკრეტულად, ლარი ერთ თვეში აზერბაიჯანულ მანათთან დაახლოებით 7.5%-ით გაუფასურდა. შემდეგ მოდის სომხური დრამი გაცვლითი კურსის 6.9%-იანი დევალვაციით. რაც შეეხება თურქულ ლირასა და რუსულ რუბლს. სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში ლარი რუსულ რუბლთან 1.2%-ით, ხოლო თურქულ ლირასთან დაახლოებით 1%-ით გაუფასურდა.