საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თურქეთი „საომარი რიტორიკა“ აზერბაიჯანელებს უბიძგებს ხელახლა დაიპყროს მთიანი ყარაბაღი, რაც მისი თქმით მიუღებელია.
„თურქეთის პოლიტიკური განცხადებები აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ჩემი აზრით, არის წინდაუხედავი და სახიფათო, განსაკუთრებით სომხეთის მიმართ. საფრანგეთი, როგორც მინსკის ჯგუფის ნაწილი, კვლავ უკიდურესად არის შეშფოთებული ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში თურქეთიდან მომდინარე საომარი მესიჯებით, რაც აზერბაიჯანს არსებითად უხსნის ნებისმიერ დაბრკოლებას მთიანი ყარაბაღის ხელახლა დაპყრობაში და ჩვენ ამას არ მივიღებთ“, - განაცხადა მაკრონმა ლატვიაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.
სომხეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს თურქეთის ავიაგამანადგურებელმა სომხეთის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდო, კომენტირებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რეგიონული მოთამაშეები ამ საქმეში პირდაპირ არიან ჩართული, ამიტომ თავშეკავებას ამჯობინებს, ვიდრე ფაქტები არ დამტკიცდება.