საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული გამოჯანმრთელებულთა კრიტერიუმების მიხედვით, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს. სწორედ ამ მიზეზით ახსნა თამარ გაბუნიამ დღეს გამოჯანმრთელებული მოქალაქეების სიმრავლე. როგორც მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოჯანმრთელებული პაციენტების ოდენობა მომდევნო დღეებშიც მაღალი იქნება