ფრანგულმა ფუფუნების საგნების მწარმოებელმა კონცერნმა LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) ამერიკულ საიუველირო კომპანიას Tiffany-ს კომპანიების შერწყმის ვერ განხორციელების დავის ფარგლებში სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფრანგული კომპანია ავრცელებს.
სარჩელში განმარტებულია მიზეზი, რის გამოც განაცხადა უარი LVMH-მა საიუველირო ფირმის შეძენაზე და მეორე მხარის არგუმენტებს სიცრუედ აფასებს. კომპანიის ხელმძღვანელობის აზრით, კორონავირუსის პანდემიამ, რომლის შედეგებიც Tiffany-ისთვის კატასტროფული და გრძელვადიანი აღმოჩნდა, ფრანგულ კომპანიას არასახარბიელო ფონი შეუქმნა შესაძენად და ამიტომაც თქვა უარი მის შესყიდვაზე.
შეგახსენებთ, რომ LVMH-მა ამერიკული Tiffany-ის შეძენის შესახებ განზრახვა გასულ წელს გააჟღერა, თუმცა, მთელი რიგი მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ ამაზე უარი თქვა. ამის გამო 2020 წლის სექტემბერში Tiffany-იმ სასამართლოში უჩივლა ფრანგულ კონცერნს და მას ვალდებულებების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი. აღნიშნული ტრანზაქცია 16 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.