24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ათას 54 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ვაშლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს, რუსეთის ფედერაცია, სადაც 990 ტონა) ვაშლი გავიდა; მას მოსდევს ყაზახეთის რესპუბლიკა 60 ტონამდე ვაშლის ექსპორტით; მე-3 ადგილზე კი სომხეთის რესპუბლიკა 3 ტონით. ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
უწყების ცნობითვე, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, ათას 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.