ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა. გადაადგილება კორონავირუსით დაინფიცირების მატების გამო შეიზღუდა. გურიაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც.
მხოლოდ დაბა ლაითურში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და გურიაში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 84-ამდე გაიზარდა.
რეგიონში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობს. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს ცხელი ხაზი.