კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბერლინის კლინიკიდან გამოწერილ ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია.
„თუ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, ეს ძალიან კარგია, ჩვენ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. რაც შეეხება მის დაბრუნებას, ისევე როგორც რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს, ეს ნებისმიერ დროს შეუძლია,“- აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერის განმარტებით, ნავალნისთან ოფიციალური შეხვედრა არ იგეგმება, თუკი „პაციენტი სამართალდამცავებისთვის რამე ინფორმაციის მიწოდებას არ გეგმავს".