აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სამი ქალაქი: ნიუ-იორკი, პორტლენდი და სიეტლი „ანარქისტულ ქალაქებად“ დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამ ქალაქებმა, შესაძლოა, ფედერალური ხელისუფლების დაფინანსება დაკარგონ.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან თანხა გაიფლანგოს, მაშინ როდესაც მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული არ არის“, – ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ქალაქების მერები ტრამპის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ და სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებიან. ნიუ-იორკში, პორტლენდსა და სიეტლში მაისის შემდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და რასიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები არ წყდება.
პროტესტი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც დაკავების დროს, პოლიციელების მიერ გამოჩენილი ძალადობის შედეგად შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.