წინანდლის 2020 წლის ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში მიმდინარეობდა. ფესტივალი 17 სექტემბერს ღია ცის ქვეშ გაიხსნა ლიზა ბათიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტით – სითი ლაითს.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა ქართველ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიო ვარსკვლავებს, მათ შორის მარტა არგერიხს და ნელსონ გიორნერს უმასპინძლა.