რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის „ესკოს“ სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთში 386 მილიონ 500 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, ეს კი 5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 8 თვეში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენეტგიის მოცულობა 74 მილიონ 651 ათასი კილოვატ საათს შეადგენდა.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში კი ქვეყანამ სულ 835 მილიონ 200 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა. ყველაზე დიდი მომწოდებელი კი აზერბაიჯანი გახდა, წელს მეზობელ ქვეყანაში სულ 448 მილიონ 700 ათასი კილოვატ საათი მოცულობის დენი ვიყიდეთ.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ სულ 8 მილიარდ 275 მილიონ 800 ათასი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, გამომუშავებული დენის მოცულობამ კი 7 მილიარდ 636 მილიონ 300 ათასი კილოვატ საათი შეადგინა.