საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის(UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს112-ე სხდომას მასპინძლობს. მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიების გენერალური სპონსორია თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და ზოგადად,სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით, საქართველოს გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ამ მხრივ, მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა, კიდევ უფრო ამყარებს იმ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებას, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა სტანდარტის დაცვით შეუძლია საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება. ამასთან, ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და პანდემიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხო დანიშნულების ადგილის იმიჯის განმტკიცებას. ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართა, რომელში მონაწილეობითაც საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიას -საკუთარი ბიზნეს-ხედვები, პოტენციურ პარტნიორებს კი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. ქვეყანაში პოსტ-კოვიდური პერიოდის ტენდენციებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, სხვა გამომსვლელებთან ერთად, თიბისის გენერალურმა დირექტორმა - ვახტანგ ბუცხრიკიძემაც ისაუბრა. თიბისის მიმდინარე პორტფელი აღნიშნულ სექტორში 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რომელიც ჯამში 1405 სასტუმროს (13 000 ოთახი) აერთიანებს. აქედან 214 სტარტაპ სასტუმროა. თიბისის დაფინანსებული პორტფელის 81% რეგიონებზე მოდის.UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებისადგილად მადრიდის ნაცვლად,თბილისი შეარჩია, რითიც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.