ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა. ახალი შემთხვევებიდან 15 ინფიცირებათბილისში დადასტურდა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში მხოლოდ 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა.
ეზუგბაიას ინფორმაციით დღეში 1506 არის სწრაფი ტესტების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უტარდებათ, ხოლო 16 სექტემბრის მონაცემებით, დღეში 11 125 პისიარ ტესტი ჩატარდა.