IRI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 74 % 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „დიდი ალბათობით“ მიიღებს.
კერძოდ, კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გამოკითხულთა 74%-მა უპასუხა, რომ „დიდი ალბათობით მიიღებს“, 16%-მა აღნიშნა, რომ „ნაკლები ალბათობით“, 4%-მა განაცხადა, რომ სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, 5%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას დიდი ალბათობით არ მიიღებს, 2%-მა კი არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.