საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თორნიკე გოგებაშვილის განცხადებით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
გოგებაშვილის ინფორმაციით რამაზ ხარაზიშვილს ჭრილობა ფეხის არეშია აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაგბის კავშირში მომხდარს პირად დაპირისპირებას უკავშირებენ.
ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა.