საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე შეფასებაა. არავის აპატიებენ არჩევნების გაყალბებას, არჩევნების დროს ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული და სხვა სახის რესურსის გამოყენებას,- ასე აფასებს „ფრაქცია ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს.
რომან გოცირიძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები კიდევ ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი იჩენენ, პირველ რიგში კი, არჩევნებისადმი.
ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას თქმით კი, გუშინ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასების კთხით ევროპარლამენტში დებატები ჩატარდა. რაც შეეხება ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას რომ „მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას". კუჭავას თქმით, კრამონსს აზრს მალე შეაცვლევინებენ და ის მიხვდება რომ შეფასებაში ცდება.